вторник, 15 декабря 2009 г.

აზერბაიჯანელები

ისტორია
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ძირითადი ნაწილი იყო მომთაბარე ტომი ბორჩალუ,რომელიც შაჰ–აბასმა ჩამოასახლა ქვემო ქართლში. დანარჩენი ცოტა მოგვიანებით შემოსული მუღანლების შთამომავლები არიან.19–20 საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანული ტომების რამდენადმე მნიშვნელოვანი მიგრაცია არ ყოფილა საქართველოში.მათ მაღალი ბუნებრივი მატება ახასიათებთ.ისინი თურქული წარმოშობის არიან.საქართველოს აზერბაიჯანელების უმრავლესობა მუსლიმანი სუნიტებია,არიან შიიტებიც.
2002 წლის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 284 ათასი აზერბაიჯანელი.მათი 75 % –სოფლადაა.უმრავლესობას შეადგენენ მარნეულის,ბოლნისის,დმანისის რაიონში,გარდაბანსა და საგარეჯოშიც მრავლად არიან. საქართველოში მათი წილი ქვეყნის მოსახლეობაში 6,5%–ია./2002წ/

კულტურა:
ასლი და ქერემი", XVII - XVIII საუკუნეების აზერბაიჯანული რომანტიკული დასთანი. პოპულარულია ამიერკავკასიის, შუა აზიისა და თურქეთის ფოლკლორში. აღწერს მაჰმადიანი ვაჟისა და ქრისტიანი ქალის სიყვარულს. უპირისპირდება რელიგიურ დოგმებს.
დედე გორგუდის წიგნი“, „დედე ქორქუთის წიგნი“ (სრული სათაურია „პაპაჩემის ქორქუთის წიგნი ოღუზთა ტომის ენაზე“), ოღუზი ტომების საგმირო ეპოსი. ერთიანი სიუჟეტი არ გააჩნია. შედგება შესავლისა და 12 სიმღერისაგან. შესავალი ეხება ოღუზს — ხალხური სიბრძნისა და პოეზიის სიმბოლოს. სიმღერებში გადმოცემულია ოღუზი გმირების ცხოვრება და ბრძოლა „ურწმუნოებთა“ (მ. შ. ქართველებთან). XV საუკუნეში ეს უძველესი ეპიკური თქმულებები ლიტერატურულად დამუშავდა. მათი ერთი ნაწილი შუა აზიიდან აზერბაიჯანსა და მცირე აზიაში გავრცელდა და აქ ახალი სიუჟეტებით გამდიდრდა. ვარაუდობენ, რომ ეპოსის IV სიმღერაზე ქართულმა „ამირანიანმა“ მოახდინა გავლენა („სიმღერა ამრანზე ბექილის შვილზე“).

„დედე გორგუდის წიგნი“ მოღწეულია ორი ხელნაწერით — დრეზდენისა (1585) და ვატიკანისა (XVI საუკუნის შუა წლები)

ისქანდერნამე ("ალექსანდრე მაკედონელის წიგნი"), ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ფსევდოკალისთენეს რომანის აღმოსავლური რედაქციები. ფალური, სირიული და არაბული ქრონიკები საფუძვლად დაედო ახლ სპარსულ ენაზე შექმნილ მრავალრიცხოვან ვერსიებს (ბალამი, ფირდოუსი, ხალხური რომანები). პირველი ვრცელი პოემა "ისქანდერნამე" ეკუთვნის ნიზამი განჯევის (XII ს.), რომელსაც წერილობითი წყაროების გარდა გამოუყენებია ამიერკავკასიაში გავრცელებული ზეპირი გადმოცემები.
გამოჩენილი აზერბაიჯანელები:მომღერალი მუსლიმ მაგომაევი,მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი და სხ.

ტრადიციები და ადათ–წესები

ტრადიციული საქმიანობა ხალიჩების რთვაა,საიუველირო საქმიანობა,ხის და ქვის დამუშავება,მებამბეობა,მეშალეობა,მებაღეობა,მევენახეობა.ტრადიციულად სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს მთებში ტერასებზე,ქვის სახლებში, ბრტყელი გადახურვით.
ისინი იცავენ ნაციონალურ ტრადიციებს დაბადების დღიდან–მთელი ცხოვრება: ქორწინება, ბავშვის დაბადება, სტუმართმოყვარეობა, მოსავლის აღება, დღესასწაულები და სხვა.

სტუმართმოყვარეობის ტრადიციის შესახებ მათი ლიტერატურიდან ცნობილია შემდეგი გამონათქვამი: "ვის ოჯახშიც სტუმარი არ არის, დაე, ის ოჯახი დაიშალოს".
განსაკუთრებულ სტუმრებს განსაკუთრებულ დახვედრებს უწყობენ გამორჩეულ ადგილას. მასპინძლები ორ ჯგუფად იყოფა. ერთ ჯგუფში უფროსებია, რომლებსაც მიაქვთ საჩუქარი სტუმრისთვის: სპეციალურად გამომცხვარი პური, ლავაში, მარილი, სარკე, შერბეთი და სხვა, რაც შეხვეულია წითელ ნაჭერში. მეორე ჯგუფში სახელმწიფო მოხელეებია, მომღერლები, მუსიკოსები, ჩაცმული ტრადიციულ ტანსაცმელში. ისინი ცოტათი ჩამორჩებიან პირველ ჯგუფს. გოგონები სტუმრებს ფეხებში უყრიან ყვავილებს და როცა ოჯახში შედიან, ფეხქვეშ უფენენ ძვირფას ხალიჩებს.

" ნავრუზი"( ახალ დღეს ნიშნავს) ეს ერთერთი საინტერესო და უძველესი დღესასწაულია. იგი გაზაფხულის, ახალი წლის დადგომის ზეიმია.ძველი წლის დამთავრების და ახალი წლის დადგომას წინ უსწრებს 4 ოთხშაბათის დღესასწაული: პირველი ოთხშაბათი ეს არის ოთხშაბათი_წყალზე, მეორე_ცეცხლზე, მესამე_მიწაზე და მეოთხე_გაზაფხულის დადგომა. ამ ტრადიციით ყოველმა ოჯახმა საღამოს, სახლის სახურავზე უნდა დაანთოს იმდენი ჩირაღდანი,რამდენი ადამიანიც ცხოვრობს ოჯახში. შემდეგ ანთებენ კოცონს, რომელსაც ყველა უნდა გდაახტეს ჯადოსნური სიტყვებით. როცა კოცონი ჩაქრება, ნაცარი ახალგაზრდებმა უნდა მიმოფანტონ სოფლის განაპირას ან გზაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ, კოცონზე გადახტომის შემდეგ ყველაფერი ცუდი გაქრა და მიმოიფანტა.
ამ პერიოდში გასათხოვარი გოგონები დილით წყლიან დოქში ყრიან შავ მონეტებს, ხოლო საღამოს მზის ჩასვლასთან ერთად ღვრიან ამ წყალს მონეტებთან ერთად. სუფრა ამ დღეს განსაკუთრებულია. სუფრაზე უნდა იყოს 7 დასახელების კერძი, რომელთა სახელები იწყება ასო "ს"–თი: სუმახ, სკედ(რძე), სირკე(ძმარი), სემენა(ხორბლის ფაფა), საბზი(მწვანილი) და სხვა.ამათ გარდა სუფრაზე უნდა ეწყოს სარკე, სანთელი, შეღებილი კვერცხი. სანთელი ნიშნად სინათლის და ცეცხლის, რომელიც ადამიანს ბოროტი სულებისაგან იცავს. კვერცხი და სარკე სიმბოლოა ძველი წელის დამთავრებისა და ახალი წლის პირველი დღის დადგომისა. ახალი წლის ზეიმი მთავრდება ნოვრუზის მეცამეტე დღეს. ამ დღეს ქალაქგარეთ ტარდება სახალხო სეირნობები, ძველი თამაშობები: დოღი, სხვადასხვაგვარი შეჯიბრებები, სადაც ყველან მონაყილეობენ.
ტრადიციული ორთა ბრძოლაა გიულეში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან არა მარტო სხეულის სიძლიერეში, არამედ სულიერ ამტანობაშიც. გიულეში აზაერბაიჯანული კულტურის სავიზიტო ბარათი გახდა.